საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს UNTWO-ის
გენერალური მდივნის თანამდებობაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას ულოცავს,- ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოცუალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე წერს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
"ზურაბ პოლოლიკაშვილს ვულოცავ გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მეორე ვადით არჩევას. ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა!
საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგელობა გლობალურ საკითხებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს",- აცხადებს გიორგი გახარია.
აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2021 წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.