გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანზიაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიის ფარგლებში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან პედრო სანჩესთან.
მინისტრმა ესპანეთის მთავარობის მეთაურს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიმურვილი პირველივე შესაძლებლობის დროს უმასპინძლოს მას თბილისში.
დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის პრემიერს ესპაენთის “სოლიდარობის გეგმისთვის” რომელიც ითვალისწინებს ესპაენთის მჭიდრო თანამშრონლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის პროცესში.
ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველო-ესპაენთის წარმატებულ თანამშრომლობაზე და იმ მაღალ მხარდაჭერაზე რაც საქართველოს აქვს ესპანეთის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.