logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია
12:33 18.01.2021
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალი იყო. დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის 1-ლი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი უწყვეტი და ცენტრალიზებულია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კი პროაქტიურად უკავშირდებოდა იმ პირებს, რომელთა სარეგისტრაციო ჩანაწერებში შეცდომები ან შეუსაბამობები ფიქსირდებოდა, რათა მათი საარჩევნო სიებში შეყვანა გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების გადამოწმებისა და მათი გასწორების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდათ.

ევროსაბჭოს ასამბლეის მხრიდან ეს შეფასება იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით გატარებული სამუშაოების შედეგია.

2013 წელს სააგენტომ დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა, შედეგად,

· გამოვლენილია 10 500-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემები და ისინი ამოღებულია სიიდან;

· იდენტიფიცირებული და გაუქმებულია 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

· საველე სამუშაოების შედეგად მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე აღებულია ბიომეტრიული მონაცემები და ბაზაში აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან საქართველოში ამომრჩეველთა ბიომეტრიული სია მოქმედებს და თითოელი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს თან ერთვის ბიომეტრიული ფოტოსურათი.

სწორედ ამომრჩეველთა სიების დახვეწა იყო იმ ღონისძიებების ერთ ერთი მთავარი მიზანი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო უკვე მე-9 წელია ბიომეტრიული დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს, შედეგად კი 2 888 436 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 747 573 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

ცნობისათვის 2020 წლის საპარლამეტნო არჩევნებისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე იყო წარმოდგენილი ბიომეტრიული ფოტოსურათით, მაშინ, როცა 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა