პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ახალი თავმჯდომარე
ჰყავს.
აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პარტიის ყრილობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა.
ირაკლი კობახიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარტიის დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.