„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, მიუღებელი და დაუშვებელია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გადადგომა ვერ უშველის, რადგან ეს მთლიანად სასჯელაღსრულების სისტემის დიდი პრობლემაა.
„მხოლოდ კალმახელიძის გადადგომა არ არის საკმარისი. აუცილებელია, აღნიშნულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. თუ ეს პირები არ დაისჯებიან, დასავლეთისკენ სწრაფვის ყველა გზა აზრს კარგავს“ -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
იგი ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს დილიდან აპროტესტებენ.

















