ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ უსაფუძვლო და ბინძურ კამპანიას ახორციელებენ და ციხეებში კოვიდ ინფიცირებულ პატიმართა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
ალუდა ღუდუშაური: "ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე მისამართით ხორციელდება უსაფუძვლო, ბინძური შეტევა. ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფელირებული ადამიანების მიზანს წარმოადგენს ციხეებში იყოს რაც შეიძლება მეტი კოვიდ ინფიცირებული, რომ ამით პატიმრების ოჯახებში პანიკა დათესონ. პატიმრებზე ფარისევლური " ზრუნვით" დაკავდნენ იმ გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობით იყვნენ დაკავებულნი.
მინდა დავამშვიდო თითოეული პატიმარი და მისი ოჯახის წევრი, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და მიღებული უარყოფითი პასუხები ( ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია ) იძლევა საფუძველს, რომ პატიმრების ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ“.