აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი, გიორგი გახარიას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერ-მინისტრთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.
შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.