logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: არსებობს ეჭვიც და შიშიც, რომ გუნდში ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება
ბიძინა ივანიშვილი: არსებობს ეჭვიც და შიშიც, რომ გუნდში ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება
14:03 13.01.2021
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის საქმიანობაში არ ჩაერევა და გუნდის წევრებს მხოლოდ თხოვნით მიმართავს, ერთმანეთის მიმართ ოპონირებას ნუ მოერიდებიან.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს უპასუხა შეკითხვას: „როგორ შეიკავებთ თავს, არ უთხრათ გუნდს, რომ რაღაცას არ აკეთებენ სწორად, როგორ გაწყვეტთ საერთოდ კომუნიკაციას“.

„ზოგადად, ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ ბოლო ჭეშმარიტება არ არის მისი აზრი. ასე გავიზარდე და ასე ვცხოვრობ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკიდან, სხვადასხვა სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ძალიან ხშირად, თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ.

ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც გუნდს სთხოვა, სწორედ ის იყო, რომ ამ პრინციპით გააგრძელონ მუშაობა.

„უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა