logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა მართვა გადააბარა გუნდს, რომელსაც გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილმა მართვა გადააბარა გუნდს, რომელსაც გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია
00:46 12.01.2021
„რაც შეეხება პოლიტიკიდან გასვლას, აქ ყველაზე მთავარი არის ის, თუ რა წინაპირობები უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, ბიძინა ივანიშვილს წინასწარი განხილვა ჰქონდა გუნდთან.

„მნიშვნელოვანი აქ არის, თუ რა წინაპირობები უზრუნველყო ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო - მისი ლიდერობით განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები და დღეს, ქვეყანას აქვს ქმედითი დემოკრატიული, მან ასევე, ჩამოაყალიბა თანამედროვე, ეფექტური გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ არის მისი გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობის კლასიკურ მაგალითს ოპოზიცია აჩვენებს.

„უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითი არის სწორედ ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, როდესაც საზოგადოებას ეუბნება, რომ ავრევთ ქვეყანას თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და როდესაც საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს უგულებელყოფს და პარლამენტში არ შედის, როდესაც თქვენ, საზოგადოების ნაწილი აგირჩევთ იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, ოპონირება გაუწიოთ ხელისუფლებას, იმუშაოთ კანონებზე, პრობლემებზე და თქვენ პარლამენტში არ შედიხართ, ამ დროს ითხოვთ დაფინანსებას იმისთვის, რასაც არ აკეთებთ - სწორედ ეს არის უპასუხისმგებლობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა