„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე. ეს მოძალადე სისტემა, მჩაგვრელი რეჟიმი
დაამსხვრია ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად. რეალურად გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიას ქვეყანაში. ვთქვათ ღიად, რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე დემოკრატი?!“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით გაანეიტრალა: „ბიძინა ივანიშვილმა რეალური საფრთხეები გაანეიტრალა - ეს იყო 2018 წელს და ბოლო არჩევნები, რომელმაც საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა ამ საფრთხის განეიტრალებას, როდესაც მკვლელი სააკაშვილის პარტიას საბოლოოდ უარი ეთქვა ისევ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქართველი ხალხის ორგანიზებით.“
„თუ შეხედავთ ახლა სააკაშვილის ფენომენს, რა აწუხებს მას, ის არის ჩვეულებრივად ძალაუფლების მანიაკალური ლტოლვით შეპყრობილი, ვერ შეეგუა, რომ დაკარგა ძალაუფლება, რომელიც მას აღარ ეკუთვნის, რომელიც მას ხალხმა თავის დროზე მიანიჭა, მაგრამ ხალხმა ჩამოართვა ისევ ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.