logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, სხვა თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის რთული იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, სხვა თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის რთული იქნება
23:44 11.01.2021
„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენს სხვა რეალობაში ვართ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.

მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდა მართვით სადავეებს, სრულად გაემიჯნა გუნდს და პოლიტიკას. მისი განცხადებით, ივანიშვილის მოღვაწეობა უდიდესი ქველმოქმედებაა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2011 წლამდე, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსულიყო. „ყველაზე დიდი ქველმოქმედება, ალბათ, რაც მან განახორციელა, ეს იყო მოღალატე, მკვლელი, მჩაგვრელი რეჟიმის, სისტემის დამსხვრევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ივანიშვილმა გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარა რეალურ დემოკრატიას.

„ჩვენ არ გვახსენდება პრეცედენტი იმისა, რომ მმართველს, რომელსაც აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, საკუთარი ნებით დაეთმოს ის, მით უმეტეს, მესამედ უპრეცედენტოდ მოიგო არჩევნებში, მიიღო ლეგიტიმაცია საერთაშორისო თანამეგობრობისგან - ყველამ აღიარა, მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ამის ფონზე, იგი ამბობს უარს და საბოლოოდ გადის პოლიტიკიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის მოღვაწეობის შეფასებისას.

მისი განმარტებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში რეალური გარდატეხა შემოიტანა და დღევანდელი გადაწყვეტილებითაც ის ე.წ. Game Changer-ია.

„ბიძინა ივანიშვილმა თამაში შეცვალა, სხვა სტანდარტი, თამასა დაგვიწესა, რისი შეცვლაც ყველასთვის - ოპოზიციასა თუ მმართველ ძალაში რთული იქნება. იმის თქმა მინდა, რომ ხალხი დიქტატურას ვერასდროს ვეღარ მიიღებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა