logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჩეხეთის პრემიერი გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
ჩეხეთის პრემიერი გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს
17:19 06.01.2021
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

ანდრეი ბაბიში მისალოც წერილში ხაზს უსვამს ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა და პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას მიღებული წარმატება. ხსენებულთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ჩეხ და ქართველ ხალხს შორის არსებული კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება სამომავლოდ საერთო ინტერესების მქონე ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. დიდად ვაფასებ ჩვენს კავშირებს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას საქართველოსადმი საერთო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, თქვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების წარმატებული მართვისთვის ამ რთულ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ულევი წარმატება გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო და მომთხოვნ საქმეში. მოუთმენლად ველი ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა