logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თეა ახვლედიანი: აფხაზეთის რეგიონში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება იქნა შეტანილი
თეა ახვლედიანი: აფხაზეთის რეგიონში 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება იქნა შეტანილი
20:02 30.12.2020
„გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგი და ნდობის აღდგენა, შერიგების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეაფერხა ქვეყნის გარეთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული შეხვედრები, აღსანიშნავია აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის უახლესი წარმატებული მაგალითები და საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გზით დაგროვილი დადებითი გამოცდილება.

ამგვარი დიალოგითა და კონსტრუქციული მიდგომით სექტემბერში მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.

ჩვენი ხელშეწყობით შექმნილი სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, წელს აფხაზეთის რეგიონში შეტანილ იქნა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების 4 მილიონ ლარამდე ღირებულების დახმარება.

საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 36 ახალი პროექტი.

ნდობის აღდგენის თვალსაზრისით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემას. პროცესი მიმდინარე წელსაც არ შეჩერებულა და პანდემიის მიუხედავად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით შესაძლებელი გახდა 13 ნეშტის გადმოსვენება“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა