logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ საქციელს სახელს დაარქმევს
ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე: ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ საქციელს სახელს დაარქმევს
14:57 30.12.2020
თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის საქმეზე კომენტარი „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ საქმეზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

„მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი. როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს. არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის დარღვეული. რეალურად, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთ რუკას გამოიყენებდნენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დროს. ეს არის 1938 წლის რუკები. შემდეგ მიდის სპეკულაციები. ზოგი ახსენებს 29 წლის რუკას, ზოგი ახსენებს 37 წლის რუკას, 42 წლის რუკას და ა.შ. მანიპულირებენ, როგორც გამოცდილი, გაწაფული თაღლითები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ამ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი, რომ ამ რუკის მიხედვით რომ გაეტარებინათ, მაგალითად ჩიჩხიტური და ის ქედი, რომელზეც არის დღეს დავა და რეალურად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ 2006 წელს (კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დადგნენ იქ?), არ იქნებოდა დღეს სადაო“, - განაცხადა მინისტრმა.

მან საქმის გამოძიებასთან საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, რომ პროკურატურა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

„რა თქმა უნდა, ჩემი ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი არის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ ისეთი მიამიტები არ ვართ, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ის ორი კარტოგრაფი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მხოლოდ მათ დონეზე გადაწყდა რაიმე. ადამიანი უნდა იყოს ძალიან დიდი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ადასტურებენ, რომ ეს მონაკვეთი, დავით გარეჯის ერთი ნაწილი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს“, - განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა