logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის - ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული
გიორგი გახარია: უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის - ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული
16:36 29.12.2020
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს სასწავლო ცენტრი შეიქმნა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას მოემსახურებიან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი არის მოწოდებული მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოსამზადებლად. დღეს გლობალური მსოფლო უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში მსგავსი რისკები სულ უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების კვალიფიკაცია არის პრიორიტეტი ნომერი ერთი დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში. ამიტომ, ეს სასწავლო ცენტრი შეიქმნა ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დაიწყებს შესაბამისი კადრების გამოშვებას, რომელიც მოემსახურებიან ქვეყნის უსაფრთხოებას და უსაფრთხოება, როგორც მოგეხსენებათ, აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის - ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული და რა თქმა უნდა, რეგიონული უსაფრთხოება არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უახლესი ტექნოლოგიებისა და პროგრამების მეშვეობით გადამზადდებიან, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა მიაწოდა. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსამსახურეთა შერჩევის, შეფასების და სპეცმომზადების ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც ევროკაშირის და ნატოს წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად სამსახური შეძლებს, შეარჩიოს და მოამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სპეცმომოზადების შედეგად, მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბდებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა