logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილეები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პენიტენციურ სისტემაში 2018 წლის ივლისამდე პერიოდში გამოვლენილ დანაკლისებზე - პენიტენციური სამსახური "ტვ პირველს" პასუხობს
ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილეები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პენიტენციურ სისტემაში 2018 წლის ივლისამდე პერიოდში გამოვლენილ დანაკლისებზე - პენიტენციური სამსახური "ტვ პირველს" პასუხობს
14:36 29.12.2020
2020 წლის 29 დეკემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც იუსტიციის სისტემის შემოწმების შედეგად გამოქვეყნდა.
სიუჟეტში ითქვა, რომ 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების ინვენტარიზაციის შედეგად 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი. ამავე ოქმში მოცემული განმარტებით დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობით. ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს საწყობში ჩატარებული ინვენტარიზაციით, დგინდება 915,049 ლარის დანაკლისი. სიუჟეტის ბოლოს კი სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე საინტერესოა თეა წულუკიანის და მისი მოადგილის პასუხი, რაკი ეს დანაკლისები სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილე ვერ იქნებიან პასუხისმგებლები იმ დანაკლისებზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის მოცემული, ვინაიდან დანაკლისები გამოვლენილია იმ პერიოდში, სანამ 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდოდა.

"უფრო მეტიც, სწორედ თეა წულუკიანის და მისი მოადგილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის) ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო ინვენტარიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები პენიტენციურ სისტემაში და ვინაიდან ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, ინვენტარიზაცია დაიწყო 2020 წელს. მათ შორის 2020 წლის ივლისში დაიწყო სამედიცინო დეპარტამენტის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა სწორედ ზემოთხსენებული პერიოდის (პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლამდე პერიოდის) დანაკლისები.
ინვენტარიზაცია დასრულდა 2020 წლის დეკემბერში და მოკვლეული მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს"- აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა