logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება
ბექა ლილუაშვილი: ანტიკრიზისული პროგრამის მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დარეგისტრირდება
20:55 28.12.2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებზე და იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელთა რეგისტრაცია 28 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

„გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ზრუნვასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი პანდემიის შედეგად ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციაა. ამ პროცესში ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა და მათთვის სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ეტაპობრივად ვახორციელებთ, რომელიც 4 ეტაპად ტარდება. მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და აღნიშნული თანხა სხვადასხვა საკომპენსაციო ღონისძიებებს მოხმარდა.

ზუსტად იგივე სულისკვეთებაა ასახული 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა არის გათვალისწინებული. ამ ღონისძიებების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, შესაბამისად, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ეტაპზე დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერილისთვის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რაც კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ზეწოლა და წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებს ის კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რომლებიც ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია როგორც გარკვეული ოდენობის ხელფასის მქონე პირების საშემოსავლო გადასახადების საკითხებზე, ასევე საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებების დღგ-ს დაბეგვრასა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. მისივე განცხადებით ცვლილებები საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივების კუთხითაც განხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა