logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი თამაზ თამაზაშვილის საქმეს შეთითხნილს უწოდებს
„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი თამაზ თამაზაშვილის საქმეს შეთითხნილს უწოდებს
10:18 19.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე თამაზ თამაზაშვილის შესახებ გარცელებულ ბრალდებას,  თითქოს გლდანის მე-8 საპყრობილეში მისი შეთავაზებით პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ხორციელდებოდა, შეთითხნილ საქმეს უწოდებს. 

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ გუშინ ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„დაპატიმრების დღიდან მის შესახებ აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები გაისმოდა, მაგრამ ამან ახლა კულმინაციას მიაღწია. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ეს აბსოლუტურად შეთითხნილი საქმეა“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ საინფორმაციო გამოშვების ეთერში ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც პატიმრების წამებისა და გაუპატიურების კადრებს ასახავს.

ვიდეო მასალა ტელეკომპანიამ, მისივე ცნობით, ბრიუსელიდან მიიღო. კადრები 2011 წლის მაისშია გადაღებული. ვიდეომასალა ტელეკომპანიის კორესპონდენტს გიორგი ფოფხაძეს გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა, რომელიც ამჟამად, ძებნაშია.

„მე-9 არხის“ კორესპონდენტმა აღნიშნული კადრები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს უკვე წარუდგინა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბედუკაძის ადვოკატი დღეს ბრიუსელში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ გლდანის მე-8 საპყრობილეს უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა დააკავეს. შსს-ს განცხადებით, დადგინდა, რომ ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამ პროცესს ვიდეოფირზე იღებდნენ.

„მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა