logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - პირადად ვუზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული
მიხეილ სააკაშვილი - პირადად ვუზრუნველვყოფ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული
10:03 19.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვას პირადად უზრუნველყოფს  - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ალბათ, იმ კადრების ხილვის შედეგად, რომელიც ტელევიზიებით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი, მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც, სულით ხორცამდე შოკირებული. ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ“-აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. დღეს მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად - ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მთავრობას დანაშაულის, დამნაშავეთა სამყაროს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ იმისთვის არ უბრძოლია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ვინმე, ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს.

„ანდა კიდევ უარესი - თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ. ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ ეს არ დაეშვათ, გათავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან; ხოლო ისინი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა - გაძლევთ სიტყვას - მრავალ წელს გაატარებენ ციხეში“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ყოველივე უკან მოიტოვა, ახლა ნამდვილად არ შეურიგდება ამ ყველაფრის გამეორებას.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან უკვე დაავალა შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ საზოგადოებას.

„პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები. მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება“- განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა