logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა
22:55 25.12.2020
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტის სრული ჩართულობით მომზადდა და მის შემუშავებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, რეზოლუციის მსგავსი შინაარსის პროექტები პარლამენტმა წინა მოწვევების დროსაც მიიღო, რომლითაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები იქნა განსაზღვრული.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე, ქვეყნის ინტეგრაციაზე ნატოსა და ევროკავშირში, ასევე საქართველოს თანამშრომლობაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებზე.

რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე, დიასპორებთან ურთიერთობებზე და ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რაც ქვეყანას საგარეო კუთხით აქვს.

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა რეზოლუციის პროექტი მუხლობრივად განიხილეს და შინაარსობრივი და ტექნიკური ცვლილებები განახორციელეს. კომიტეტის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს რეზოლუციის მიღების აუცილებლობა და მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„ეს იქნება სერიოზული გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულად პასუხობს სამთავრობო პროგრამის იმ მიმართულებებს, რომელსაც პარლამენტმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ნდობა გამოუცხადა“, - განაცხადა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ.

კომიტეტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით კი რეზოლუციაში განსაზღვრულია ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მთავრობა და პარლამენტი ერთობლივად იმუშავებს.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუციის პროექტს რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა