ექსპერტი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს მომავალში საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება დასჭირდეს.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა.
"ბევრს საუბრობენ მსოფლიოში იმაზე, თუ როგორი იქნება პუტინის მმართველობის მესამე ვადა. ჩემი აზრით, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მის საგარეო პოლიტიკაში არ მოხდება. შეიძლება მას შემდგომში რაღაცისთვის დასჭირდეს საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ,"- განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე რუსეთი რაიმე მნიშვნელოვან სვლას არ გააკეთებს, რადგან სხვა საკითხებით იქნება დაკავებული.
"თუმცა, არაფერია გამორიცხული, რუსეთი ხომ სიურპრიზების ქვეყანაა,"- დასძინა ზურაბ აბაშიძემ.
2 მარტს, რუსულმა მხარემ საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.

















