logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე
გიორგი გახარია: მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე
22:46 24.12.2020
რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, გულწრფელად გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისუფალი და ცარიელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მართებული არ არის ასეთი გლობალური გამოწვევებით სავსე პერიოდში ქვეყნისთვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის რეგიონული გამოწვევებისთვის, პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესების.

„გულწრფელად, არ მგონია, რომ მართებული იყოს იმ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატს. ამასთან ერთად, ამორალური მგონია ასეთ პერიოდში უარის განცხადება პასუხისმგებლობაზე, რომელიც შენმა მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს და ამის ახსნა-განმარტება იგივე მოქალაქეების ინტერესებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი დღევანდელი თანამედროვე პოლიტიკური რეალობა. ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის განვითარებადი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რეალური გლობალური გამოწვევები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად უმკლავდებიან, ეს ეხება მათ ჯანმრთელობას, მათ სამუშაო ადგილებს, მათ სოციალურ უზრუნველყოფას, ჩვენს დევნილებს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე უფრო რეალურია დღეს. ჩვენ შეიძლება ჩვენს შორის უთანხმოება პასუხისმგებლობის გადმოსახედიდან გვერდზე უნდა გადავდოთ. როგორც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგვწონდეს ერთმანეთი, დღეს ქვეყანა დგას ისეთი გლობალური გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენზე უკეთესად გაიაზრა ჩვენმა ამომრჩეველმა და ჩვენ ყველას მოგვცა დავალება, რომ პარლამენტი უნდა იყოს ასეთი, ამ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი 9 პარტია, აქ უნდა იყოს კონკრეტულად ეს ოპოზიცია, ეს პიროვნებები და დაგვავალა, რომ ერთად იმუშავეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ ამ განსაცდელიდან და დააბრუნოთ განვითარების იმ სასტარტო პირობებში, რომელზეც ვიყავით და შემდეგ მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება. ქვეყნის სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ დაიძლიოს უმუშევრობა და სიღარიბე, მოგვარდეს ქვეყანაში ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები, აღსრულდეს ქვეყნის დიდი ხნის ოცნება და ჩვენ შევძლოთ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა შემთხვევაში გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სამუშაო ადგილები, ჯანმრთელობა, მათი სოციალური უზრუნველყოფისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, დავიცვათ ჩვენი დევნილების ინტერესები, მაგრამ ამ იმედის მიუხედავად, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერი განვითარების სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება, მოგვიწიოს ორმაგი პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება და შესაბამისად, თითოეული პარლამენტარი, ისევე როგორც მთავრობის თითოეული წევრი ამისთვის უნდა იყოს მზად. მინდა, მადლობა გითხრათ ყურადღებისთვის, სამთავრობო პროგრამის ყურადღებით მოსმენისთვის, წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და ბოლოს მაინც იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის შრომას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში ერთობლივ მუშაობას, რანაირი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა