logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ იქნება მთავრობის პრიორიტეტი
დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა კვლავ იქნება მთავრობის პრიორიტეტი
19:42 24.12.2020
„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის თუმცა, პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში. მოხარული ვარ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა და მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ისევ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. საქართველოს მოსახლეობისთვის, მილიონზე მეტი ადამიანისთვის, იმ მედიკამენტებზე დანახარჯი, რომელიც სწორედ არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ არის საჭირო, სცდება კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს, ანუ ეს ადამიანები, მათი შემოსავლის 25%-ზე მეტს ხარჯავენ მედიკამენტებზე. საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და ჯანდაცვითი საკითხიდან ის ავრცელებს როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს ამ საკითხს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ჯანდაცვის რეფორმები არ არის საკმარისი და აუცილებელი არის ძალიან მტკიცე პოლიტიკური ნება, ძალიან მიზანმიმართული და შეიძლება ითქვას ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებს წინ დახვდება მისი სიმეტრიული უკუძალები“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა რიგის პრიორიტეტი არის ხელისუფლებისთვის ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ამ საკითხის გადაჭრას მოხმარდება. „ეს არის უმაღლესი რიგის პრიორიტეტი, პირველი რიგის პრიორიტეტი თუ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი? რამდენად გაქვთ მზადყოფნა, რომ ამ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაში მიიღოთ მონაწილეობა?“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა