logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები ორიენტირებულია მთავრობის ჰუმანურ დაბალანსებულ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული პოლიტიკის გატარებაზე
ანრი ოხანაშვილი: სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები ორიენტირებულია მთავრობის ჰუმანურ დაბალანსებულ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული პოლიტიკის გატარებაზე
19:01 24.12.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა განპირობებულია ორი ძირითადი გარემოებით. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატებს შესწევთ უნარი წარმატებით განახორციელონ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ეფექტიანი საქმიანობა პანდემიასთან ბრძოლაში, რაც არაერთხელ აღინიშნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი მხარდაჭერის მეორე პირობა კი მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სამთავრობო პროგრამაში. ამ პროგრამის მთავარი მიზანია ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაკეთებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით დაგეგმილ ძირითად ღონისძიებებზე. მისი თქმით, კომიტეტი დადებითად აფასებს, მთავრობის გეგმას გაატაროს ერთიან ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით დასრულდება საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა, განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენცია. ხაზგასასმელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნაზე ორიენტირება. მისასალმებელია, რომ სამთავრობო პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია გამოძიების ხარისხის კონტროლის ცენტრალიზებული მექანიზმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მხარდაჭერაზე. ასევე, ცალკე გამოსაყოფია საქართველოს მთავრობის გეგმა გააძლიეროს და დამატებით გადადგას ქმედითი ნაბიჯები არასრულწლოვანთა მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების, აგრეთვე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით სპეციალური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებელთა სპეციალიზაცია, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, კომიტეტი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს. „ამ მიზნით დაგეგმილია, რომ თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი. მისასალმებელია ასევე, სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის რეფორმების გაგრძელება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას გააღრმავოს თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ევროპოლთან, გააფართოვოს პოლიციის ატაშეების ქსელი განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სფეროს, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულია პენიტენციურ დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ამ დაწესებულებებში არსებული პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მან გამოსვლისას პროგრამის ის ნაწილი გამოყო, რომლითაც გათვალისწინებულია რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამები, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ინდივიდუალური შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, მათი მომზადება საზოგადოებაში დასაბრუნებლად.

„სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით ორიენტირებულია მთავრობის ჰუმანურ დაბალანსებულ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული პოლიტიკის გატარებაზე. ამასთანავე, სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტად რჩება აქტიური ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნარკოდანაშაული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის სახელით, გიდასტურებთ გუნდისადმი მხარდაჭერას, მჭიდრო თანამშრომლობის მზაობას, კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებული სფეროების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან იმ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში, რომელიც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა