logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო კომპონენტი უნდა გაძლიერდეს
გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო კომპონენტი უნდა გაძლიერდეს
18:09 24.12.2020
სრულიად ვეთანხმები, რომ სახელმწიფო კომპონენტი ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ჰოლდინგების გაძლიერების პროცესი უკვე დაწყებულია და ამ პროცესს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობის.

„მოგეხსენებათ, რომ ფაქტობრივად ნულიდან შეიქმნა რუხის კლინიკა, ბათუმში შეიქმნა კლინიკა, რესპუბლიკურში მიმდინარეობს განახლება. ეს უნდა იყოს ის სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს კი არ შეუშლის კერძო ინფრასტრუქტურას, არამედ მიეხმარება. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული კაპიტალია საჭირო იმისთვის, რომ გარკვეული სამედიცინო დარგები სწრაფად განვითარდეს ქვეყანაში და ქვეყნისთვის აუცილებელი, მაგალითად, როგორც ქუთაისში ადრონულ კოლაიდერზეა საუბარი, იქ უბრალოდ სხვა რესურსი იყო საჭირო და იქაც იქნა მოძიებული გამოსავალი. ასეთი ღონისძიებები აუცილებლად გასატარებელია, განსაკუთრებით, სოციალურად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ჯანდაცვა. ამიტომ, აქ, სტანდარტის დადგენის თვალსაზრისით სახელმწიფოს ყოფნა ამ ბაზარზე არის აუცილებელი, მაგრამ ფრთხილად, ისე, რომ კერძო ინიციატივას ხელი არ შევუშალოთ.

ამიტომ, ეს პროცესი გაგრძელდება, უფრო მეტსაც გეტყვით, პროგრამის დონეზე, რა სახე უნდა მიიღოს ამ სახელმწიფო კორპორაციამ ჯანდაცვაში, უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამინისტრომ გააკეთა, ისევე, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან უკვე ფინანსების მოძიების, იმისთვის, რომ განახლების, ან ახალი კლინიკების შექმნის პროცესი დაიწყოს, ეს პროცესიც უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა