logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი; ის, როგორც ინსტრუმენტი გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური
გიორგი გახარია: RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი; ის, როგორც ინსტრუმენტი გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური
18:03 24.12.2020
RIA არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა მიმართულებებით, პირველ რიგში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებებით ბევრი რეფორმა და ბევრი საკანონმდებლო ცვლილება ტარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მისივე თქმით, RIA - როგორც ინსტრუმენტი, გაძლიერდება და მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა იმისთვის, რომ როგორც ძირითადი მოთამაშეების, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობაც და მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული. განსაკუთრებით, ეკონომიკურ ნაწილში. ამიტომ, RIA, როგორც ინსტრუმენტი, გაძლიერდება, მისი გამოყენება იქნება სულ უფრო და უფრო აქტუალური, მაგრამ აქვე მინდა შემოგთავაზოთ, RIAარ ფარავს სამწუხაროდ საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივებს და საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივებიც RIA-მ უნდა გადაფაროს. 11 მთავრობის წევრია, გახდება 12 და თქვენ ხართ 150 და ხშირად ისეთი ინიციატივები იბადება, რომლის შემდგომ ინდივიდუალურ დონეზე ახსნა, რომ ან არ არის დროული, ან რისკების შემცველია, საკმაოდ რთულია, ამიტომ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო სიახლეებსაც RIA გავატაროთ. ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი. გეთანხმებით სრულად, რომ RIA, როგორც ინსტრუმენტი, უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა