logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს, სხვაგვარად უბრალოდ ჩიხში შევალთ
გიორგი გახარია: შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს, სხვაგვარად უბრალოდ ჩიხში შევალთ
17:39 24.12.2020
ყოველთვის, როცა რაღაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, უნდა ვეცადოთ, ეს ისე გავაკეთოთ, რომ სხვა რაღაც არ გავაფუჭოთ; რა თქმა უნდა, შრომითი უფლებების ნაწილში ქვეყანამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია დღეს, გარდა იმისა, რომ აშკარად პროგრესირებს, მან პანდემიასთან ბრძოლის ნაწილშიც ერთ-ერთი წამყვანი როლი და ფუნქცია შეასრულა.

„როცა კითხულობთ, რაიმე საფრთხე ხომ არ არსებობს, რეალურად არსებობს ერთადერთი შინაარსობრივი საფრთხე, რომ ბალანსი დაგვერღვეს. შრომითი უფლებების დაცვის პროცესში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბალანსი დაგვერღვეს და ეკონომიკის ინტერესები დაგვავიწყდეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტი, ეკონომიკურად განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში ერთია და საქართველოში ოდნავ სხვაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომითი უფლებები სისტემურად, ინსტიტუციურად არ უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ, ამიტომ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ამიტომ ჩამოყალიბდა სტრუქტურულად შრომის ინსპექცია. თუმცა, როდესაც ვიცავთ და აუცილებლად დავიცავთ ჩვენი დასაქმებულების შრომითი პირობების და უფლებების მდგომარეობას, უნდა გვახსოვდეს დამსაქმებლის ინტერესებიც. სხვანაირად უბრალოდ შევალთ ჩიხში და შრომითი უფლებების ნაწილშიც პრობლემები გაგვიჩნდება. ეს ბალანსი უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა