logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ხელაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური გავლენის ქვეშ ექცევიან
გიორგი ხელაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალები ანტიდასავლური გავლენის ქვეშ ექცევიან
14:27 24.12.2020
„ჩვენი ოპოზიციის ქცევა ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება მოულოდნელად პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და დაემუქროს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც არის ევროატლანტიკური, იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ექცევიან ანტიდასავლური გავლენის ქვეშ“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 `ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

გიორგი ხელაშვილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატის ხედვებით დაინტერესდა.

„ჩვენ გვიხდება ასიმეტრიული საფრთხეების პირობებში ცხოვრება და არსებობა როგორც სახელმწიფოს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საფრთხეების ხასიათი სულ უფრო მეტად ხდება ჰიბრიდული და ტექნოლოგიური, რომ შევხედოთ ყარაბაღის მოვლენებს, შევხედოთ პანდემიას, აქაც იგივე გამოწვევები იყო. და ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოპოზიციის ქცევაც ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება მოულოდნელად პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და დაემუქროს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც არის ევროატლანტიკური იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ექცევიან ანტიდასავლური გავლენის ქვეშ. შესაბამისად, ჩემი შეკითხვა დაკავშირებულია კრიზისების მენეჯმენტთან და ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან. მთელ მსოფლიოში ეს სისტემები განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან ესენი მოიცავს თავდაცვასა და უსაფრთხოებას შორის კოორდინაციას, ჯარსა და პოლიციას შორის კოორდინაციას. მინისტრობის კანდიდატებმა საკმაოდ დამაჯერებლად განმარტეს თავიანთი მიმართულებებით ხედვები. მაგრამ ამოსავალი წერტილი აქ არის კოორდინაცია ამ ერთეულებს შორის. ჩემი შეკითხვა ზუსტად ეს არის, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში კრიტიკული იქნება ამ სისტემის ეფექტურად ჩამოყალიბება მომავალი საფრთხეების გამკლავებისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ ინსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართვა ამ სხვადასხვა კომპონენტებს შორის - კოორდინაციის საკითხი, კრიზისის მენეჯმენტის საკითხი როგორ იქნება დაყენებული. ეს ერთი და მეორე - ჩემი შეკითხვა გამომდინარეობს პირველიდან. საქართველოსგან გეოპოლიტიკურად შექმნილი ვითარება მოითხოვს სულ უფრო სწრაფ სვლას დასავლეთისკენ, რადგან ასე თუ ისე, ჩვენმა მთავრობამ შეძლო რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ერთი - სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით და მეორე - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით. მაგრამ ეს შეიძლება მომდევნო ოთხ წელიწადში არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დაჩქარებულად წავიდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გაქვთ თუ არა რაიმე შეთავაზება, ახალი იდეა, რომელზეც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის და ჩვენი ინტეგრაცია ამით შეუქცევადი გახდება და უფრო დაჩქარდება“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა