logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: დაჭრილ სამხედროებთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადიგმაზე დაფუძნებული მოდელი
რატი იონათამიშვილი: დაჭრილ სამხედროებთან მიმართებაში თავდაცვის სამინისტროს უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადიგმაზე დაფუძნებული მოდელი
14:05 24.12.2020
„თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედროებთან მიმართებაში, უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადგიმაზე დაფუძნებული მოდელი - ამ მიდგომების გადატანა გვჭირდება, რათა ეს შეეხოს თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 `ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

დეპუტატის შეფასებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით იყო მნიშვნელოვანი გზავნილი და მოტივაცია. რატი იონათამიშვილმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე თქმით, თანაბარი შესაძლებლობების პროცესის სისტემურად განვითარებას ეხება.

„მიმდინარე წელს, გაზაფხულზე, სამი მოსმენით დავამტკიცეთ ახალი კანონი შშმ პირთა უფლებების შესახებ, ეს კანონი არის საკმაოდ პროგრესული, რომელიც დადებითად შეაფასეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომლის შემუშავებაში მნიშვნელოვანი წილი ავტორობით შეიტანა იუსტიციის სამინისტრომ, მაგრამ მთავრობის თითოეული წევრი იყო აქტიურად ჩართული . ვიცი, რომ ეს კანონი ასეთი პროგრესული არ იქნებოდა, რომ არა თქვენი პირდაპირი დაინტერესება და ამ ინიციატივის გულშემატკივრობა. ამ კანონის განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომელიც უკვე მომდევნო წლიდან უნდა დავიწყოთ, უბრალოდ, მე მინდა, სამ მნიშვნელოვან კომპონენტზე შევაჩერო ყურადღება, რომლის გატარება იქნება უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სისტემურად განვითარდეს თანაბარი შესაძლებლობების პროცესი და ეს იყოს შეუქცევადი ჩვენს ქვეყანაში. პირველი ეს არის გაეროს კონვენციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება, რომელიც თქვენთან, ადმინისტრაციაში შეიქმნება და ჩემი თხოვნა არის, რომ ამას დიდი ყურადღება დაეთმოს, რომ ეს არ იყოს საკონსულტაციო-სათათბირო მექანიზმი, არამედ კონკრეტული აღსრულებისა და კოორდინაციის ეფექტური ინსტრუმენტებით იყოს აღჭურვილი. მეორე - რასაკვირველია, ფუნდამენტი ეს არის სოციალურ მოდელზე გადასვლა, რადგან თუ ამას ეფექტურად არ განვახორციელებთ, ყველა სხვა რეფორმა იქნება ხარვეზიანი. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან კარგი დაგეგმარება და თანმიმდევრულობა, ვინაიდან ერთ დღეში ამის განხორციელება, ცხადია, არ შეგვიძლია და მესამე - ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად სამოქმედო გეგმა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით, რა ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რათა ჩვენ კონკრეტულად ვიცოდეთ რა რესურსი და რა ვადები გვჭირდება იმისთვის, რომ გონივრულად გადავდგათ ნაბიჯები თანაბარი შესაძლებლობებისკენ. ჩემი გამოსვლის ბოლოს, აუცილებლად მინდა შევეხო, ასევე, სამშვიდობო მისიაში დაჭრილ ჯარისკაცებს, რომელზე პასუხისმგებლობაც აქვს აღებული, ცხადია, თავდაცვის სამინისტროს და მე და ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ საინტერესო დისკუსია გვქონდა ამასთან დაკავშირებით, კომიტეტზე. უბრალოდ, რისი თქმა მსურს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედროებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, უკვე იმპლემენტაციის დონეზე აქვს განხორციელებული უფლებების პარადგიმაზე დაფუძნებული მოდელი. ანუ, ფაქტობრივად, ის სოციალური მოდელი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომელიც განიხილავს უფლებრივ მდგომაროებას, თანაბარ შესაძლებლობებს და არა დიაგნოზს და ნოზოლოგიებს, თავდაცვის სამინისტროს მოდელზე უკვე წარმატებით არის დანერგილი და განხორციელებული. ამ მიდგომების გადატანა გვჭირდება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ ეს მიდგომები შეეხო თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა