logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: დისკუსიის და ოპონირების გარეშე მუშაობა მარტივი არ იქნება
გიორგი გახარია: დისკუსიის და ოპონირების გარეშე მუშაობა მარტივი არ იქნება
13:09 24.12.2020
არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიის და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოლიტიკური კონტექსტური პრობლემა გადაილახოს და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს; ეს არ არის მმართველი გუნდის ამბიცია, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა და დავალება, რომლებმაც განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 9 პარტია და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის გარეშე ყოფნა კომფორტული არ არის, ვინაიდან ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში.

„დღეს ჩვენ ვხვდებით პლენარული სხდომის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს აქ საუბარი მთავრობის შემდგომი წლების გეგმაზე. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სხდომას არ ესწრებიან. ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვა - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის და შემიძლია, ავხსნა რატომ. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა