logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა
გიორგი გახარია: არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა
16:14 23.12.2020
არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს პერიოდში ადგილობრივ დონეზე კომპეტენცია გაიზარდოს.

„ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამა გვაქვს, სამოქმედო გეგმა, რომელიც 2025 წლამდე მუშაობს. ჩვენ თუ უახლოეს პერიოდში ადგილობრივ დონეზე კომპეტენცია არ გავზარდეთ - თქვენ ხომ ხედავთ ყველანი, განსაკუთრებით, მაჟორიტარები ხართ - რა ხარისხის და რა დონის დელეგირება ხდება, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე. იქ თუ კომპეტენცია არ დახვდა, არის უზარმაზარი რისკები. არაეფექტიანობის, კორუფციის, კიდევ ბევრი რაღაცის. ამიტომ, არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა. სხვანაირად შედეგი დადგება არასახარბიელო და ჩვენი მოქალაქე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იქნება უკმაყოფილო და ეს უკმაყოფილება შემდგომ გამომჟღავნდება სხვადასხვა ქმედებებში. რაც შეეხება დელეგირების პროცესს, ეს გაგრძელდება იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გვაქვს 2025 წლამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და მაჟორიტარებმა ადგილობრივ დონეზე, რომ კომპეტენციის ზრდას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა