logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა ყველაფერი
გიორგი გახარია: ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა ყველაფერი
15:59 23.12.2020
მეც მიმუშავია ბატონი ვახტანგ გომელაურის პოზიციაზე და მართლა უმძიმესი პოზიციაა მთავრობაში. როგორც კი ჩვენ სტატისტიკას და სტატისტიკურ ციფრებს ვაფეტიშებთ, ვკარგავთ ძირითად მიზანს სამართალდამცავი სისტემის. სამართალდამცავი სისტემის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა. არ იქნება ქვეყანაში უსაფრთხო გარემო? ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დაგვრჩება უკან, ვერაფერში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები.

„ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა სხვა ყველაფერი. ამიტომ ამ ადამიანების შრომა არის მართლა დაუფასებელი - ეს ერთი, მეორე ჩვენ თუ აქ დაბალანსებული მიდგომა არ გვექნა, ყოველთვის აღმოვჩნდებით ერთი და იგივე წრეზე. ხან გვექნება უაღრესად ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ჩვენს მეორე მხრიდან მოთხოვნას და რაღაც პერიოდში გადავალთ რეპრესიულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და მუდმივად ვიქნებით ასე, იმის მაგივრად, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში. ამისთვის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის თანმიმდევრული, დაბალანსებული რეფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ გარემოებების ტყვეები ვართ დღეს. ჩვენ გარკვეულ პერიოდში რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომ, აბსოლუტურად ლოგიკურად, სამართლიანად და იმის საფუძველზე, რაც იყო ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა - სამართალდამცავი სისტემა გავხადეთ ბევრად უფრო ჰუმანური. სწორი იყოს ეს? რა თქმა უნდა სწორი იყო, მაგრამ ჰუმანურობის პარალელურად უნდა გაიზარდოს ეფექტიანობაც და ეფექტურობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ჩვენი მოქალაქეებისგან, წამოვა სულ სხვა მოთხოვნა. ამიტომ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები. როდესაც ვსაუბრობთ სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ხარისხზე, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელსაც ყველა ვხედავთ, ვამჩნევთ, პირველ რიგში არა სტატისტიკური მონაცემები შევაფასოთ, არამედ უნდა შევაფასოთ რეფორმების ის პროგრესი, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს და უნდა გვქონდეს რეფორმების ის გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დავაყენოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა