logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ
გიორგი გახარია: რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ
15:27 23.12.2020
რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა და ეკონომიკური კრიზისისა, რეფორმების გადავადება არ იგეგმება.

„რეფორმების გადავადებას არ ვაპირებთ, მარტივი მიზეზით. გადავადებული რეფორმა, განსაკუთრებით ახლა, კრიზისში არის დაკარგული დრო. კარგად გვესმის, რომ როგორც კი ეს ეკონომიკური და პანდემიური კრიზისი დასრულდება, გლობალური კონკურენცია, განსაკუთრებით ევროპულ სივრცეში იქნება უაღრესად მწვავე და ჩვენ თუ აქ რაიმე განზომილების მიმართულებით ფორმაში არ ვიქნებით, მათ შორის, სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, იქნება ეს სამართალდამცავი სისტემა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ნებისმიერი, აქ თუ შესაბამის ფორმაში არ ვიქნებით, უბრალოდ შეიძლება „ღია ფანჯრის“ შესაძლებლობა დავკარგოთ და ხელიდან გავუშვათ. ამიტომ არ ვაპირებთ ამას. მეტსაც გეტყვით, რომ DCFTA-ის შესრულება თანმიმდევრულად კი მიმდინარეობს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ DCFTA-ის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ათვისებაში ძალიან ჩამოვრჩებით, სერიოზულად ჩამოვრჩებით. აქაც ბევრი რამეა გასაკეთებელი, სტრუქტურული პრობლემაა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, დღეს ამას ვერ გრძნობენ, თავისუფალი სავიზო რეჟიმი არის ყველაზე ხელშესახები შედეგი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისა, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ იგრძნო. იმის იქით, ეკონომიკური, განათლების, თუ მცირე ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენი მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამას ვერ გრძნობენ. გრძნობენ ერთეულები და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს რეფორმების არადროული გატარება და სტანდარტების არდაახლოება. ამიტომ არის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ იყენებენ. სტანდარტების დასაახლოებლად და ამ სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გამოსაყენებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ ეს რეფორმები. ეს რეფორმები აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2024 წელს მიზანი მიზნად არ დარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი დაპირება შევასრულოთ. რთული იქნება და ეს დაპირება არ არის ჰაერიდან მოტანილი. რთული იქნება საქართველოს მოქალაქეს აუხსნა, 2024 წელსაც, თავისუფალი უვიზო რეჟიმის შემდგომ საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად რომ არ ექნება რაიმე ხელჩასაჭიდი შედეგი დ ჩვენ თუ ეს რეფორმები არ გავაგრძელეთ და მსგავსი ამბიციური მიზნები არ დავისახეთ, ასე იქნება. ეს გამოიწვევს სერიოზულ გულგატეხილობას. მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, ეკონომიკური კრიზისია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის საფუძველი არავის მივცეთ,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა