logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი; არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს
პრემიერი: საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი; არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს
14:56 23.12.2020
რეალურად, სად ვართ დღეს ჩვენ, პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება შედეგი, ეს იქნება ის, რაც დარჩება, როგორც შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალა.

„ჩვენ დღეს გვაქვს ბევრად უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე, დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, პოლიტიკური პლურალიზმი, როგორც ასეთი, არის დაკანონებული და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს, ასეთი რაოდენობის მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა, პანდემიის პირობებში. დაახლოებით 2 მლნ ადამიანი მივიდა და რას მისცეს მათ ხმა? მათ მისცეს ხმა, მეტ პლურალიზმს პარლამენტში, მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში და საბოლოო ჯამში, თითოეულ თქვენგანს და იმ ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, მათ შორის ჩვენც, რომ გაუმკლავდით ამ კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა. ელემენტარულად, ამ პასუხისმგებლობის დელეგირება მოხდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ რა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ 9 პოლიტიკური გაერთიანება, არ ვამბობ 1992-1993 წლის პარლამენტი იყო, მაშინ საერთოდ დემოკრატიის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა ქვეყანაში. 9 პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პარლამენტში და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და საპირისპირო მხრიდან იყოს აშკარად პროცესი სახელმწიფო ინსტიტუტების და თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციის, რომელიც დღეს, ყოველდღიურად გრძელდება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ამ ყველაფერს, შემდგომი არჩევნების პირობებშიც, საქართველოს მოქალაქე შესაბამის შეფასებას მისცემს.

„საბოლოო ჯამში, მე ასე ვაფასებ ამ პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა