logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი ევროატლანტიკურ განზომილებაში
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი ევროატლანტიკურ განზომილებაში
14:41 23.12.2020
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი ევროატლანტიკურ განზომილებაში, ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ირაკლი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება.

„დღეს კრიზისში, გლობალურ კრიზისში, განსაკუთრებით აშკარად ჩანს, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება. ამ რეფორმირების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანა უფრო ახლოს მივიყვანოთ და დავაახლოვოთ იმ ევროატლანტიკურ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევძლოთ იმ განაცხადის გაკეთება, რომელიც არის ჩვენი მიზანი. განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ამ რეფორმირებისა, რამეთუ მოიცავს ბევრ მიმართულებას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მაგალითად: ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ - როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაზე საუბარი, თუ განათლების სისტემა არ არის მზად, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს? მარტივი ამოცანაა - ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას - ვიზრუნოთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომელსაც ეს ჭირდებათ - ჩვენს სოციალურად დაუცველებზე, მეორეს მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ სხვა მოქალაქეებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში, რომლისკენაც მივისწრაფით, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ განზომილებას. ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა. როდესაც ხარისხიანი განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, გვესმის რომ ეს არ არის არც 2 და არც 3 წლიანი რეფორმა. ეს არის უკიდურესად გრძელვადიანი რეფორმა, რომლის პირველ ხელშესახებ შედეგებსაც ჩვენ ვნახავთ დაახლოებით სამი - ხუთი წლის შემდეგ. განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მე კონცეპტუალურად ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ მინისტრი ამაზე ისაუბრებდა დეტალურად. საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირებისა და მთავრობის ზემოქმედება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, გარემოთი, სივრცით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ა.შ. შემდგომ, რა თქმა უნდა პროფესიული განათლება - აქ ჩვენ უნდა გავხსნათ კარი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, პირველ რიგში ვგულისხმობ ევროპელი პარტნიორების გამოცდილებას და ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს - ბაზრის მოთხოვნისა და პროფესიული განათლების სისტემის მიწოდების მაქსიმალური თანხვედრა,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების მიმართულებაზეც და აღნიშნა, რომ საჭიროა ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან და ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების ნაწილს, უმაღლეს განათლებაში მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. ეს, პირველ რიგში რესურსების ეკონომიისა და სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს. ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მსგავსი მეთოდებით უმაღლესი განათლების დაახლოება და ინტეგრირება და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება და სფერო ჩვენი მოლაპარაკებების ევროკავშირთან, რათა ეს საგანმანათლებლო სივრცე მაქსიმალურად გავხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც პირიქით - ინტეგრირების საშუალებით უნდა მოვახდინოთ სტანდარტების მაქსიმალურად სწრაფად დაახლოება. ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ უმაღლეს განათლების სისტემა არის უკიდურესად ძვირი განზომილება, რომელსაც ასევე სჭირდება წლები, რომ სტანდარტების დონეზე აუცილებელი პირობები დააკმაყოფილოს; ან რა თქმა უნდა ისეთი უაღრესად დიდი ინვესტიციები, როგორიც დღეს ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა