logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია ჟენევის მოლაპარაკებებზე: საქართველო ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
გიორგი გახარია ჟენევის მოლაპარაკებებზე: საქართველო ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად
14:16 23.12.2020
ჩვენ არ გვინდა და არ გვაწყობს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ფორმატი არის შესანარჩუნებელი და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებების ეფექტიანობა და შედეგი იყოს მაქსიმალურად ხელშესახები, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„რისი გაკეთება შეუძლია დღეს ამ ნაწილში მთავრობას - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი, პირველ რიგში, ის სამშვიდობო კომპონენტი, რომელიც არსებობს რეგიონში, მაქსიმალურად იყოს ათვისებული იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც იყო 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში.

კითხვა იყო დასმული, სოციალური პროგრამები როგორ შევთავაზოთ ოკუპაციის იქითა მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. სოციალური დახმარების პროგრამები კი არა, გადასასვლელებია გადაკეტილი და ადამიანებს, როდესაც მკურნალობა სჭირდებათ, ვერ გადმოგვყავს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ოკუპაციის მეორე მხარეს, ვუმკურნალოთ. ასეთ დონეზე ვართ. ამიტომ, პირველი ამოცანა და პრიორიტეტული ჟენევაში უნდა იყოს ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, როგორმე აღებული ვალდებულებები შევასრულებინოთ. ელემენტარული, ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვაზეა საუბარი.

როგორ გავხადოთ ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ეფექტური, ეს არის დღეს მთავრობის ხელში არსებული ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათი მხარდაჭერა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კითხვის უკან არსებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. აქ უნდა გვქონდეს მთავარი პრინციპი, რომ ჩვენ, ყველა სახის მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელსაც ვერ დავარღვევთ. თუმცა, ფორმატები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, ეს ფორმატები შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა