logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია - ოკუპაცია და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან
გიორგი გახარია: ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია - ოკუპაცია და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან
14:03 23.12.2020
ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია - ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, პირველ რიგში, ნატოს ვგულისხმობ და ჩვენი ჯარების თავსებადობის ხარისხის გაზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ირაკლი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი არის გასაახლებელი და უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი არის გასაახლებელი. უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რეალურად, ჩვენი ძირითადი გამოწვევა დღეს აქ გახლავთ ოკუპაცია. ჩვენ დღეს ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია - ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, პირველ რიგში, ნატოს ვგულისხმობ და ჩვენი ჯარების თავსებადობის ხარისხის გაზრდა. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, კონცეპტუალურად, სტრატეგიულად, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და განვახორციელოთ, მივიყვანოთ საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე. ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს თანამშრომლობა, კონკრეტული წვრთნების დონეზე აჩვენებს თავსებადობის ხარისხის ზრდას, თუმცა აქ კიდევ ბევრია სამუშაო და თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მოქმედებს ეფექტურად,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა