logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი გვაქვს
გიორგი გახარია: აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი გვაქვს
14:01 23.12.2020
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი და ამ რეზერვის ათვისება უნდა იყოს ძირითადი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, მთავრობის მეთაურის განცხადებით, აქ დღეს სულ უფრო და უფრო წინა პლანზე გადმოდის ეკონომიკური განზომილება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული გეოგრაფიული დაშორება და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც შესაძლებლობებს გვიფართოებს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ბიზნესი მთლად ისე ძლიერი ვერ არის, რომ აითვისოს ის შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად შეიძლება გაგვიხსნას პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არ იქნება დღეს და ხვალ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განზომილება და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აქაც, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოუყენებელი რესურსი, სადაც შეგვიძლია, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მეტი პარტნიორული ხელი გავუწოდოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, განსაკუთრებით რეგიონში მათი ინტერესების განხორციელებისა და განსაკუთრებით შავი ზღვის ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით. ეს რესურსი ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ და ეს იქნება ორი ძირითადი მიმართულება - ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილება. მით უმეტეს, ყველას კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ჰიბრიდული გამოწვევები, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება, რბილი ძალა და ა.შ სადაც, გეოგრაფიული განზომილება ცოტა უფრო მეორე ფლანგზე გადადის და ფასეულობებზე დაყრდნობილი პარტნიორობა ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. მესამე განზომილება - ჩვენი დემოკრატიზაციის კონსოლიდაცია იქნება მუდმივი მხარდაჭერის და თანამშრომლობის საგანი და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის გარდამავალი დემოკრატია და ჩვენ წლები მოგვიწევს ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროს რეფორმირება, ამისთვის მზად უნდა იყოს პარლამენტიც, მთავრობაც და ჩვენი საზოგადოებაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა