logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტეტში კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტეტში კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
20:28 22.12.2020
კოვიდ-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ იმსჯელეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვიყენებთ შესაბამისი დარგის სპეციალისტების, ექსპერტების გამოცდილებას, რესურსს, მათ ჩართულობას. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი დგას ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ მძიმე გამოწვევის დაძლევის გზაზე. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შეგვექმნა საბჭო, სადაც გაერთიანდებოდნენ სწორედ ამ დარგის სპეციალისტები: ეპიდემიოლოგები, კრიზისის მართვის სპეციალისტები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმებას (COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება)“ (07-2/537; 04.11.2020).

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სესხის მოცულობა 15 მლნ. ევროა, სესხის ხანგრძლივობა კი 30 წელი.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტის „COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოება“ ფარგლებში გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი პირებისთვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით.

გიორგი კაკაურიძემ ასევე წარმოადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“ (07-2/538; 09.11.2020). მისი თქმით, ფისკალური მდგრადობ ის და სოციალური დაცის პროგრამის განსახორციელებლად სესხცის მოცულობა 170მლნ 823 ათასი ევროა, ხოლო ხანგრძლივობა - 15 წელი. პროგრამა მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკაზე და საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების კეთილდღეობაზე პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებასა და ეკონომიკური ზრდისთვის მდგრადი გზების მოძიებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა