logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს
16:41 22.12.2020
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ფინანსური ხელშეკრულებები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდამჭერი პროექტი - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამა)“ წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სესხის სახით 115.3 მლნ. ევრო გამოეყოფა, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მიიმართება.

რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, აღნიშნული ფინანსური რესურსი წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებას მოხმარდება.

მინისტრის მოადგილემ მეორე სასესხო შეთანხმება - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ წარადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსთვის 17.740 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერას მოხმარდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დადებითად გადაწყდება ის საკითხი, რომელიც თელავის წყალმომარაგებას შეეხება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ და „2019 წლის 29 ნოემბრის საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ ხელშეკრულებებიც გააცნო და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება გამოყოფილი ფინანსური რესურსით იგეგმება.

კომიტეტის წევრები „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმება (მეურნეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი“ შეთანხმებასაც გაეცნენ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა წარმოადგინა.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სხდომაზე განხილულ ფინანსურ შეთანხმებებს და რატიფიცირებისათვის დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა