logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ნაბიჯი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“
გიორგი გახარია: ნაბიჯი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო, შეძლო „ქართულმა ოცნებამ“
21:06 21.12.2020
ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში მეტი პლურალიზმი ყოფილიყო, საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, უფრო მეტი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გაჩენილიყვნენ.

„სწორედ ამიტომ და ამისთვის იყო მიმართული საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, შესაძლო ახალგაზრდა პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის გამარტივებას. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს რაც გვაქვს, ცოტა სხვა შედეგი მივიღეთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი არის საკმაოდ რთული, მიზანი და გენერალური ხაზი, რა თქმა უნდა, იყო სწორი, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. სწორედ ამისთვის არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ქართული დემოკრატიისთვის, გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რა თქმა უნდა, არის პროგრესი, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც შედეგი, დღეს მივიღეთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მლნ მოქალაქე, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა, შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, სადაც გვყავს 9 პოლიტიკური ძალა, პირველად, ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომლის დიდი ნაწილიც არის არჩეული პროპორციული სისტემით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესის პროგრესი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა იყოს შენარჩუნებული, იმიტომ, რომ პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ ახლა დღეს ვხედავთ, სამწუხაროდ, სწორედ ამ მიღწევას უქმნის რისკს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა