logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს“ უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში
გიორგი ხელაშვილი: ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს“ უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში
19:44 21.12.2020
ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს რამდენიმე კითხვით კითხვით მიმართა:

„როგორც ჩანს, ტრანსატლანტიკური კოორდინაცია ევროკავშირთან და ევროპის სახელმწიფოებთან ახალ მუხტს მიიღებს ბაიდენის არჩევის შემდეგ, ამის საფუძველს გვაძლევს ახლად არჩეული პრეზიდენტის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ასევე , ის თანამდებობის პირები, რომლებიც მოვიდნენ ახალ ადმინისტრაციაში. როგორ ხედავთ ამერიკის როლს ნატოში ინტეგრაციის მხრივ და გაქვთ თუ არა კონკრეტული მოლოდინები ან მიახლოებით მაინც, შესაძლებლობის ის სფერო, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი უახლოესი 4 წლის განმავლობაში? სად ხედავთ პარლამენტის როლს ამ ყველაფერში, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ, რათა ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ ?

ბოლო კვირებში საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში, რომ მიმდინარეობს ანტიდასავლური, საკმაოდ ოდიოზური განცხადებების კეთება. ოპოზიციის ნაწილი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, საელჩოებს. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ფორმალურად პარლამენტის წევრია, ნათელაშვილმა გააკეთა ანტითურქული განცხადებები, რომელიც ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსული ნარატივი, ვიცით, რა მეთოდებს მიმართავენ ისინი და შეიძლება ითქვას, რომ სიტყვასიტყვით იმეორებს ეს პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდას. ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს“ უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება. ამ სიტუაციაში, როცა ოპოზიცია ნელ-ნელა ანტიდასავლურ რელსებზე გადადის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არ შიქმნას ყალბი წარმოდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე. თუ შეიძლება გვითხრათ, რას აკეთებს სამინისტრო სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით და რა პერსპექტივები გვაქვს მომავალში? ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება. როგორც ვიცით, შეიცვალა კონსტიტუცია და, შესაბამისად, პარალმენტს გაცილებით დიდი როლი ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, იზრდება მისი როლი საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის. ხომ არ გვეფიქრა სამუშაო ჯგუფების შქმნაზე იმისთვის, რომ ინფორმაციის გაცვლა პარლამენტსა და აღმასრულებელს შორის გახდეს უფრო ეფექტიანი, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში?“- განაცხადა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა