logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის წარდგენილი კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის წარდგენილი კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრა
16:10 18.12.2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-9 მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი იმ კანონპროექტების ნუსხა განსაზღვრეს, რომელთა განხილვის პროცედურული გაგრძელება კომიტეტს მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნია.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გააგრძელოს წარმოდგენილი ათი კანონპროექტიდან ორის განხილვა: „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღების მიზანია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხრიდან იმ დიპლომების აღიარების აუცილებლობა, რომლებიც გაცემულია სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ მიერ 2007- 2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს, იგი წინა მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკვე მიმდინარებს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის შემუშავების პროცესი. კანონპროექტში შემავალი ცვლილებით, აღნიშნული სამინისტროები ერთად დაამტკიცებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესს.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულიკიანმა აღნიშნა, ეს ეხება 2022-2023 სასწავლო წელს, რაც საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ამ ორმა სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით ეს რეფორმა შემდეგ განახორციელოს.

„პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა, თუმცა ამის საჭიროება პანდემიამდეც არსებობდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოფილიყო შესაბამისი ამბულატორიული პუნქტები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა