logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე:  სარალიძის საქმის შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის ხელისუფლებისთვის დაბრალება, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში, ბოლოს სიმართლე ირკვევა
მამუკა მდინარაძე: სარალიძის საქმის შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის ხელისუფლებისთვის დაბრალება, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში, ბოლოს სიმართლე ირკვევა
22:15 17.12.2020
მთელი 8 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ („ნაციონალური მოძრაობა“) თუ ვიყავით მკვლელები, ბიზნესის ჩამომმრთმევები, თქვენც ისეთივე ხართო, ეს უნდოდათ დაებრალებინათ „ქართული ოცნებისთვის“ და ყველა სიუჟეტი იყო ამ საერთო, ბინძური ქუდის ქვეშ მოქცეული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„მათ სარალიძის საქმის, რომელიც საზარელი ფაქტი იყო, შედარება უნდოდათ გირგვლიანის საქმესთან, შემდეგ შაქარაშვილის საქმის დაბრალება უნდოდათ ხელისუფლებისთვის და ეს არ გამოვიდოდა. ბოლოს სიმართლე ხომ ირკვევა, იგივეა ბაჩალიაშვილის საქმეში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბინძური გზებით ცდილობს, რომ არა თუ თქვან, რომ ჩვენ უკეთესები ვართ, ისინი მთელი 8 წელია იმეორებენ რომ ესენიც („ქართული ოცნება“) ჩვენნაირები არიან და უნდათ, ეს მაინც დააჯერონ საზოგადებას. მაგრამ ეს არ გამოსდით. არ შეიძლება რომ „ქართული ოცნება“ შეადარო „ნაციონალურ მოძრაობას“. ვერც იმას დაიჯერებს საზოგადოება, რომ მათი მიმსგავსებული აზრი მოდის ვიღაცას თავში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა