დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი, საორგანიზაციო სხდომა
გაიმართა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კოლეგებმა მხარი დაუჭირეს გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას. მოადგილედ, უმრავლესობის კვოტით დავით კაჭარავა აირჩიეს.
სხდომაზე ასევე შეიმუშავეს და დაამტკიცეს კომიტეტის დებულება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კოლეგებს მოკლედ გააცნო წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.

















