logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დებულება დაამტკიცა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დებულება დაამტკიცა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩია
14:23 15.12.2020
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა დიდი ლოტბარის, თემურ ქევხიშვილის სხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

„ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაგვეცვალა ადამიანი, რომელიც იყო დიდი ლოტბარი და რომელმაც აღზარდა ბევრი ნიჭიერი ახალი თაობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ კომიტეტიოს დებულებაში შეგვეტანა სხვადასხვა ელემენტები იმისთვის, რომ კულტურის სფერო განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან თანასწორად იყოს ჩვენს საქმიანობაში წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ დებულებაში არის ცალკე მუხლი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მუხლს დაემატება უფრო მეტი კონკრეტიკა და იქნება კულტურის სამუშაო ჯგუფი შექმნილი ჩვენს კომიტეტში, რომელშიც ჩართული იქნება ჩვენი კომიტეტის არაერთი წევრი კულტურის სფეროდან“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, დებულების მეოთხე მუხლს დაემატა: „კომიტეტი ხელს უწყობს განათლების ყველა საფეხურის განვითარებას“, რაც განათლების ყველა საფეხურის ერთიანი ჯაჭვის უწყვეტობას განამტკიცებს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯომარის პირველ მოადგილედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე-10 მოწვევის პარლოამენტში განათლებას და კულტურას ვემსახურო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი ამილახვარს დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალარჩეულებს დაკავებული თანამდებობები მიულოცა და წარმატება უსურვა საკომიტეტო საქმიანობაში.

„დიდია საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ის დიდი საბიუჯეტო სახსრები, რაც „ქართული ოცნების პოლიტიკური ნების და ქართული ოცნების მთლიანი საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების დიდი ძალისხმევის შედეგად განათლების სფეროში ჩაიდო, იდება და მომავალშიც ჩაიდება, არის საშვილიშვილოდ გარანტირებული. ასევე ძალიან დიდია საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდამჭერი დონორების მიერ ჩადებული თანხები, რომ შედეგები მოქალაქეებმა დაინახონ უფრო სწრაფად ვიდრე ხანდახან ხედავენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სფეროს პანდემიის გამო ძალიან უჭირს, განათლების სფეროში კი ფინანსურად ოდნავ უკეთესად არის საქმე, მაგრამ ეს გაჭირვება ყველასია, რადგან პანდემია საყოველთაო უბედურებაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა