logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა
16:55 14.12.2020
მეათე მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

ახალარჩეული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამ დებულების მიხედვით გააგრძელებს თავის საქმიანობას მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტის დებულება ყველა იმ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რაც კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება იმ თემებზეც გაამახვილა, რომლებზეც კომიტეტი გარემოსდაცვითი მიმართულებით იმუშავებს.

„ძირითადი მიმართულებები, რაზეც აქტიურად იმუშავებს კომიტეტი ეს არის მსხვილი საწარმოების კონტროლი და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც ევროკაშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს და, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს. მეორე - ეს არის ბიომრავალფეროვნების დაცვა იმგვარად, რომ რეკრეაციული ტერიტორიების ტურისტული მიზნით ათვისებას და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. კომიტეტი აქტიურ მუშაობას განაგრძობს ორ ახალ მიმართულებაზე, რაც ქართული ოცნების პროგრამის მთავარი მიმართულებაა - ეს არის გარემოსდაცვითი ურბანული და სატრანსპორტო საკითხების მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო დონეზე, ქალაქებში გარემოსდაცვითი საკითხების გაძლიერება. მეოთხე მნიშვნელოვანი თემა კი არის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, რაც ახალი, თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მთელი განვითარებული მსოფლიოსთვის, საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლებრივი და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად შევუდგებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომის დღის წესრიგით ასევე განსაზღვრული იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, არჩეულ იქნა ხატია წილოსანი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ - გოგი მეშველიანი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა