logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მე-10 მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
მე-10 მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა
16:43 14.12.2020
საქართველოს X მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, რომლის დღის წესრიგით ორი საკითხი იყო განსაზღვრული: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა და კომიტეტის დებულების დამტკიცება.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი მოადგილის კანდიდატად პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება მოადგილეებს, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, უმრავლესობის ფრაქციიდან არ არის წარმოდგენილი მოადგილის კანდიდატურა, ასევე არ არის შემოსული კანდიდატურები ოპოზიციიდანაც. შესაბამისად კომიტეტმა პირველი მოადგილის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის დამტკიცების საკითხზე იმსჯელა და კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დებულებაზე მსჯელობისას ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დებულება ემყარება პარლამენტის რეგლამენს, მუშაობის პროცესში თუ გამოიკვეთება რაიმე ცვლილების საჭიროება, ამაზე კომიტეტი იმსჯელებს და ისე მიიღებს გადაწყეტილებას. „მე მქონდა შეხვედრა კომიტეტის აპარატთან და ყველა იმ ტრადიციას, რაც ამ კომიტეტს ჰქონდა წლების განმავლობაში, გავიზიარებთ და შევეცდებით ვიყოთ თანმიმდევრულები და თუ სადმე ნოვაციის საჭიროება იქნება, ჩვენ ყველამ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტზე და აღნიშნა, რომ ის საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და მაშინ პარლამენტის რეგლამენტი, სულ რამდენიმე გვერდს შეადგენდა, „ახლა კი ეს დოკუმენტი 300 გვერდს მოიცავს. აქედან გამომდინარე ნათელია, როგორ გაიზარდა პარლამენტი შინაარსობრივად და ფუნქციურად, როგორ სკურპულოზურად რეგლამენტირებულია პარლამენტის საქმიანობა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი შემოქმედებითია, ამოუწურავია და სწორედ ამ კომიტეტში გამოცდილი დეპუტატები ხელს შეუწყობენ საკანონმდებლო მუშაობაში პარლამენტის გამართულ ფუნქციონირებას“.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი კომიტეტის დებულებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა