logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: დღეს არის შესაძლებლობა რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ შანსს წაართმევს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურო
რომან კაკულია: დღეს არის შესაძლებლობა რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ შანსს წაართმევს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურო
12:53 09.12.2020
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია მიმართავს იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ და აცხადებს, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით.

„რეგიონის უახლოესი გამოწვევები იძლევა საშუალებას რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და თანაც ეს ნაბიჯები გადაიდგას სწორედ ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯების გადადგმა ერთპარტიული პარლამენტის ფონზე ძნელი ასახსნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში, იმიტომ რომ ასეთი შანსი ქვეყანას შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეს.

ამიტომ ვთხოვ ყველას ასეთი კუთხითაც შეხედოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რადგან, რეალურად რომც წარმოვიდგინოთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგება ის შედეგი, რისი პრეტენზიაც აქვს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა როგორი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ამ შემადგენლობით და არა მგონია, ასეთი არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

პარლამენტში ერთი-ორი ადამიანით მეტის წარმოდგენის შესაძლებლობა და ის დიდი შესაძლებლობა, რაც ქვეყანას აქვს, ერთმანეთისადმი არავითარ შემთხვევაში თანაწონადი მოცემულობა არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინოს“, - აცხადებს რომან კაკულია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა