ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე და მისის მოადგილე ელენე ხოშტარია, ბრიუსელში
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს.
როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, ნატო-ს მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა.
ვიზიტის ფარგლებში თორნიკე გორდაძე და მისი მოადგილე შეხვედრებს განაგრძობენ.

















